Thursday, November 8, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ,,თუ ამ სიმღერით სიკვდილს  მარგუნებ...“




პროექტის მთავარი იდეა: ტიციან ტაბიძის ცხოვრების და შემოქმედების გაცნობა ეპოქის გათვალისწინებით.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ტიციან ტაბიძის ცხოვრებას და შემოქმედებას, განივითარებენ  ისტის გამოყენების უნარ-ჩვევებს.




პროექტის მიზანი: უკეთ გაეცნონ ტიციან ტაბიძის ცხოვრებას და შემოქმედებას და იმ ეპოქას, რომელმაც შეიწირა ახალგაზრდა პოეტი.

მოსწავლეთ ასაკი: 12-13 წელი.

ვადების ხანგრძლივობა: 3 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: ელექტრონული პრეზენტაციის შექმნა, ბუკლეტების გამოშვება, პოეზიის საღამოს მოწყობა.

 სასწავლო პროექტის მსვლელობა:

I.                    თემის წარდგენა
მე-7 კლასში თემის ,,რა შეუძლია ლექსებს“ დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი 3 სავარაუდო თემა, რის შესახებაც შეიძლებოდა პროექტის გაკეთება:
1.,,რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არი...“
2. ,,თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ“
3. ,,ლექსები გულის მარაოა“
მიმოვიხილე თითოეული თემა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ვთხოვე მოსწავლეებს გაეხსენებინათ რა იცოდნენ ამ თემების გარშემო.
შევავსებინე ,,ვიცი/მინდა გავიგო“ სქემა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთაა, რომ მოსწავლეების უმრავლესობა დაინტერესებული იყო ტიციან ტაბიძის ცხოვრებით. როგორც ჩნს, ლექსმა ,,რია-რიამ“ მართლა ქაოსი გამოიწვია მათ ბავშვურ გონებაში და გულშიც ღრმად ჩარჩათ. კლასს მივმართავ შემდეგი კითხვებით:
-რატომ ფიქრობს ტიციანი, რომ შეიძლება ლექსმა მოუტანოს სიკვდილი?
-როგორ ეპოქაში უხდებოდა ცხოვრება ტიციან ტაბიძეს?
-რატომ თვლის ტიციანი თვის თვს საწყალ პოეტად?
-რატომ გვთხოვს ტიციანი გულზე 13 ტყვია დავადოთ?
        კითხვა-პასუხის დროსაც გამოიკვეთა, რომ აინტერესებდათ, როგორ შეიძლებოდა ლექსს მოეტანა მისთვის სიკვდილი, თუმცა იცოდნენ ბუნდოვნად 1937 წლის რეპრესიების შესახებ, აინტერესებდათ, როგორი პიროვნება იყო ის , კერძოდ რომელი ლექსის გამო მოკლეს ტიციანი და საერთოდ რა ეპოქა იყო ასეთი. ეს შეკითხვები დაედო საფუძვლად ჩვენს კვლევით მუშაობას.


II.                 მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით ჩამოაყალიბეს კვლევის გეგმა.

1.      ტიციანის ბიოგრაფიის გაცნობა;
2.      მე-20 საუკუნის 1-ლი ნახევრის პოლიტიკური ვითარების გაცნობა;
3.      ტიციანის შემოქმედების გაცნობა;
4.      ტიციანზე დაწერილი ლექსების გაცნობა;
5.      მოგონებების გაცნობა;
6.      ელექტრონული პრეზენტაციის დამზადება;
7.      ბუკლეტების დამზადება;
8.      პოეზიის საღმოს მოწყობა და დამსწრეებისთვის ბუკლეტების და წითელი მიხაკის გადაცემა.

III.               ჩამოვაყალიბე საპროექტო ჯგუფი:
1.      ზურა და თეონა გაეცნობიან ეპოქას გამოიყენებენ ინტერნეტს და სურგულაძის ,,საქართველოს ისტორიას“
2.      ცირა და ლანა წაიკითხავენ ტიციანის პირად წერილებს და ნ.მაყაშვილის მოგონებათა წიგნს ,,ტიციანი და მისი მეგობრები“;
3.      მეგი და მარი გაეცნობიან იმ ლექსებს, რომლებიც მას სხვადასხვა პოეტებმა მიუძღვნეს;
4.      თამუნა და რეზო ღრმად ეცნობიან ტიციანის ბიოგრაფიას სხვადასხვა წყაროს გამოყენებით;
5.      გურამი და ნონა ეცნობიან ტიციანის შემოქმედებას;
6.      თეონა და გიორგი ბეჭდავენ ბუკლეტს;
7.      ცირა, ლანა და ზურა პასუხისმგებელი არიან მხატვრული კითხვის კონკურსის ორგანიზებაში;
8.      მარი და თამუნა იმუშავებენ ელექტრონულ პრეზენტაციაზე. 

ყოველი კვირის ბოლოს მოსწავლეები წარმომიდგენენ პროექტის ანგარიშს. 3 კვირის შემდეგ ურეკის საჯარო სკოლაში ჩატარდება ტიციან ტაბიძის პოეზიის საღამო,გამარჯვებულებს დაურიგდებათ ბუკლეტები, მსმენელებს კი წითელი მიხაკები. პროექტი დაგვირგვინდება სოფ. ორპირში, ტიციანის სახლ-მუზეუმში ექსკურსიით, სადაც მოხდება პროექტის პრეზენტაცია.





ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული:


ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
                             
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
·         საუბრობს იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები; რა - უცნობი და გაუგებარი;
·         ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
·         ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
·         ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან, გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით);
·         ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
·         გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
·         პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა თვისებებსა და ქცევებს შორის;
·         ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;
·         აკვირდება პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის მიმართ;
·         განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს, უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას და ცდილობს მათი ქცევის პროგნოზირებას განსხვავებულ სიტუაციაში (მაგ., „რა იქნებოდა, რომ...“);
·         ასახელებს საყვარელ წიგნს, მწერალს, პერსონაჟს და განმარტავს თავის არჩევანს.

პროექტის ხელმძღვანელი: ვენერა ხურციძე. 

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: khurtsidzevenera@gmail.com